საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბების“ რეპორტაჟის შემდეგ ხურუთელ მარტოკაცს შუქი უკვე აქვს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:20 - 12 თებერვალი 2019 hits 5810
ფოტო: Mtisambebi.ge
საზოგადოება
ფოტო: Mtisambebi.ge

ონის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ხურუთის ზემოთ, ე.წ. დიდყანაში მცხოვრებ მარტოკაცს, მურმან გობეჯიშვილს, რომელსაც 63 წელი შუქი არ ჰქონდა, მზის ბატარეა დაუმონტაჟა „მთის ამბებში“ რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ.

„ელექტროენერგია იმიტომ არ ჰქონდა, რომ სოფლიდან შორს ცხოვრობს. ერთადერთი მოსახლეა, ვინც თანასოფლელებთან ერთად ცენტრთან ახლოს ჩამოსახლებაზე უარი თქვა და ძველ ნამოსახლარზე დარჩა. იქამდე შუქის გაყვანა საკმაოდ დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული, კერძო კომპანია კი ერთი ადამიანისთვის ამხელა ხარჯს არ გასწევს.

მურმან გობეჯიშვილს დიდი ხანია დახმარების სათხოვნელად არავისთვის მიუმართავს. დაახლოებით ერთი თვის წინ, სოფლის რწმუნებულმა მერიას მოხსენებითი ბარათით მიმართა, მისთვის დახმარების გაწევის თაობაზე, რაც მზის ბატარეების შეძენას გულისხმობდა. იანვრის ბოლოს გათვალისწინებული იყო აღნიშნული ბატარეის შეძენა, თუმცა სტატიის შემდეგ გამოწვეული აჟიოტაჟის გამო, მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ გადაწყვეტილება მიიღო, ბატონი მურმანისთვის გადაეცა მეორადი ბატარეები, რომელიც მას უშუქობის პრობლემას მოუხსნის“, - ნათქვამია ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მთის ამბებმა“ 8 თებერვალს, რუბრიკაში მარტოკაცი გამოაქვეყნა რეპორტაჟი მურმან გობეჯიშვილის შესახებ. რკინის მომთვინიერებელი - ასე იცნობენ მას ზემო რაჭაში. ერთადერთი მჭედელია მთელ რეგიონში. რეპორტაჟის გამოქვეყნებამდე შუქი არასდროს ჰქონია. ლამფა მისთვის შეუცვლელი ნივთი იყო. ხანდახან ტელევიზორს რომ უყუროს, ქვემოთ, სოფელში ჩადის, თვეში ერთხელ ან ორჯერ.

მურმან გობეჯიშვილის მხარდასაჭერად „მთის ამბებმა“ აქციაც დაიწყო. შეგროვებული თანხით მას 12 ვოლტზე მომუშავე ტელევიზორს, სატელიტურ ანტენას და საჭირო ნივთებს შევუძენთ.

 

რუბრიკისთვის მარტოკაცი „მთის ამბები“ ეძებს ისეთ სოფლებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. თუ გაქვთ ინფორმაცია ასეთი სოფლისა და იქ მუდმივად მცხოვრები ადამიანის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ საკონტაქტო მონაცემები: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში