საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

Mtisambebi.ge აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:00 - 21 სექტემბერი 2018 hits 8557

საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) პროექტებისთვის Mtisambebi.ge და Reginfo.ge აცხადებს კონკურსს თბილისის ოფისში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მულტიმედია ჟურნალისტიკა.

სტაჟირების პროგრამა სამთვიანია. შერჩეული კანდიდატები შეისწავლიან: ინფორმაციის წყაროებთან, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას; ინფორმაციის გამოთხოვას სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და დამუშავებას; ახალი ამბების, გრძელვადიანი თემების მოძიებას, საკითხების შერჩევას; წინასწარ დაგეგმვას; ფოტო-ვიდეო გადაღებას; მონტაჟს; ტექსტის წერას; ახალი ამბებისა და მულტიმედია რეპორტაჟების მომზადებას.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა.

პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდებს საქართველოს რეგიონებიდან, განსაკუთრებით მაღალმთიანი დასახლებებიდან.

შერჩეულ კანდიდატებს ოქტომბრის დასაწყისში ჩაუტარდებათ გასაუბრება პირისპირ ან სკაიპის მეშვეობით. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სამუშაო დღეები და საათები განისაზღვრება წინასწარ, ინდივიდუალურად, მონაწილეებთან შეთანხმებით.

სტაჟირების დასრულების შემდეგ ICN განიხილავს წარმატებული კურსდამთავრებულების პროექტში დასაქმების შესაძლებლობას.  

www.Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

www.Reginfo.ge ინტენსიურად აშუქებს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ახალი ამბებისა და რეპორტაჟების საშუალებით; ხელს უწყობს სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებას; მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში