საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პირველად თრუსოს ხეობაში მობილური კავშირია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:45 - 22 აგვისტო 2018 hits 8810

თრუსოს ხეობაში მობილური სატელეფონო კავშირი პირველად გახდა ხელმისაწვდომი. ხეობაში ლაშქრობისას „მაგთიკომის“ აბონენტებს ტელეფონით და ინტერნეტით სარგებლობა სოფელ რესამდე შეუძლიათ.

სატელეფონო კავშირი ყველაზე დიდი შვებაა რუსლან გუჯარაიძისთვის, რომელიც 10 წელია ზემო თრუსოს ხეობაში, კართსოფელში მარტო ცხოვრობს.

რუსლან გუჯარაიძე ფიქრობს, რომ სატელეფონო კავშირი თრუსოს ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

თრუსოს ხეობას დასავლეთით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ესაზღვრება, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია. ხეობის 15 სოფლიდან 13 (აბანო, ბურმასიგი, გიმარა, დესი, კეტრისი, მნა, ნოგყაუ, რესი, სუატისი, ტეფი, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა) დაცლილია. რუსლან გუჯარაიძის გარდა ხეობაში, ოღონდ კასარას ხევს აქეთ, ანუ კობისკენ კიდევ ერთი ადამიანი, სიმა ბიდიხოვა ცხოვრობს, სოფელ ზემო ოქროყანაში.

თრუსოს ხეობაში შესასვლელი გზა, ზვავსაშიშროების გამო ყოველი წლის ნოემბრის ბოლოს მაისამდე იკეტება. ჩაკეტილ ხეობაში, რუსლან გუჯარაიძის გარდა, მესაზღვრეები და მონასტერში მყოფი პირები რჩებიან. კართსოფელში ტელეფონით დარეკვა მხოლოდ ერთი წერტილიდან და ისიც ზოგჯერ, გაჭირვებით შეიძლებოდა.

ზამთრისგან განსხვავებით, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით თრუსოს ხეობა ხალხმრავალია. ქართველი და უცხოელი მოლაშქრეების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფერადი ტრავერტინები, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს. ტურისტებს ასევე აინტერესებთ ბუყბუყა ტბა, ყელიწადის ტბა - ზღვის დონიდან 3081 მეტრზე, ნასოფლარები და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში