საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჭალისსოფელში მცხოვრები ერთადერთი ოჯახი სტიქიის შედეგად უსახურავოდ დარჩა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:08 - 26 მარტი 2018 hits 5798

„წუხელ თოვდა, უსახურავო სახლში ყველაფერი სველდება. 24 მარტს ძლიერი წვიმა და ქარი, თითქმის ქარიშხალი იყო. ღამის 12 საათისთვის ქარმა სახლის სახურავი გადააგდო და სახლშიც ისევე წვიმდა, როგორც გარეთ. კიდევ კარგი, ჩვენს მეზობლად მიტოვებული სახლია და იქ ერთ ოთახში შევაფარეთ თავი, ლეიბები და პლედები გავიტანეთ და იქ გავათენეთ“, – გვიამბობს სატელეფონო საუბრისას დარიკო მურღოევი, ჭალისსოფლის ერთადერთი მკვიდრი ოჯახის დიასახლისი.

ხის მასალა, რომლითაც სახლი იყო გადახურული, დაიმტვრა და საერთოდ აღარ ვარგა. დარიკო მურღოევის თქმით, თუნუქიც ისეა დახეული, რომ აღარ გამოდგება.

ჭალისსოფელში მხოლოდ ეს ერთი ოჯახია დარჩენილი  დავით ლოქოკელი და დარიკო მურღოევი ხუთ შვილთან ერთად. ხუთივე ბავშვი სკოლაში დადის. უახლოესი სკოლა ბარისახოშია, იქამდე 9 კილომეტრია. ბავშვებს სიარული ძირითადად ფეხით უწევთ. ამ გზის გავლას 2 საათს ან მეტსაც უნდებიან.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, ჭალისსოფელში მურღოევების ოჯახი სტიქიამ რომ დააზარალა, იცის, თუმცა ჯერ დოკუმენტები უნდა შედგეს, რომ ოჯახს დახმარება გაუწიონ. „ბარისახოს თემში მერის წარმომადგენელმა ფოტოები გამოგვიგზავნა. ახლა ველოდებით მის ჩამოსვლას, რომ ახსნა-განმარტება დაწეროს, მერე ზარალი უნდა შეფასდეს და დახმარება აუცილებლად გაეწევათ“, – უთხრა „მთის ამბებს“ დუშეთის მერმა.

გადაწყვეტილების მიმღები პირების უყურადღებობის და ბიუროკრატიული პროცედურების გამო, 2018 წლის 10 იანვრის შემდეგ დღემდე, უსახურავოდაა დარჩენილი თიანეთის მუნიციპალიტეტის სიონის თემის სოფლებში გრიგალის შედეგად დაზარალებული ოთხი ოჯახიც. თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მერიამ თითოეულ ოჯახს დახმარება შესაძლებლობის ფარგლებში გაუწია და ბრეზენტები გადასცა. ორ თვეზე მეტია დაზარალებულთა სახლებში წვიმს და თოვს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში