საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გზის გასაწმენდად საწვავი ნისიად ავიღეთ - გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები ფშავ-ხევსურეთში

18:32 - 24 დეკემბერი 2017 hits 9413

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბარისახოს და შუაფხოს თემის სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. თოვლმა ელექტროენერგიის საყრდენი ბოძები წააქცია და ხაზები დაწყვიტა. გაუწმენდავი გზების გამო გარესამყაროს არის მოწყვეტილი ბარისახოს და უკანაფშავის თემის სოფლები.

სოფელ შუაფხოს მცხოვრებლების თქმით, ორწყლიდან შუაფხომდე თოვლისგან ჩაკეტილი გზა რომ გაეხსნათ, ტრაქტორისთვის საწვავი ნისიად აიღეს, რადგან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტექნიკა საწვავით ამ დრომდე ვერ მოამარაგა.

შუაფხოს იქით სოფლებამდე მისვლა შეუძლებელია. გზაზე თოვლის სიმაღლე 60 სანტიმეტრს აღწევს. უკანაფშავსა და ელიაგზაში მცხოვრები 2 ადამიანი, რომლებიც გუშინ დუშეთში იმყოფებოდნენ დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, სახლებში ვეღარ ბრუნდებიან.

ბარისახოში დუშეთის მერის წარმომადგენლის მზექალა არაბულის განცხადებით, საავტომობილო გზაზე მოძრაობა კორშას ჩათვლით არის შესაძლებელი. კორშას ზემოთ მდებარე სოფელი გუდანი, სადაც 4 ოჯახი ცხოვრობს, ლიქოკის ხეობის სოფლები, ასევე დათვისი და გველეთი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა არც ბარისახოს თემში მიმდინარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში