საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის 72 სკოლაში სწავლა შეწყდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:21 - 08 დეკემბერი 2017 hits 4722

მაღალმთიან აჭარაში, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარმა სოფლებში 1.5 მეტრს მიაღწია. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ხულოს მუნიციპალიტეტის 43, შუახევის 28 და ქედისმუნიციპალიტეტის ერთ საჯარო სკოლაში. მუშაობა შეწყვიტეს საბავშვო ბაღებმაც. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების 100-მდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის გოჩა მელაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში სამაშველო სამსახური და სპეცტექნიკა მობილიზებულია, რომ სოფლებთან მისასვლელი გზები არ ჩაიკეტოს და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე არ დარჩეს.

დიდთოვლობაა შუახევის მუნიციპალიტეტშიც. თოვლმა სოფლებში მისასვლელი გზები ჩაკეტა. შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მეწყერი ჩამოვიდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზვარესა და გობრონეთში, რის გამოც ბათუმი ახალციხის მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა.

ქედის მუნიციპალიეტეტის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის თქმით, გზის გაწმენდაზე საგზაო დეპარტამენტის 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღის ბოლომდე ყველა მიმართულებით აღდგება.დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემების გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 10-ზე მეტი სოფელი ქედის მუნიციპალიტეტშიც. სასწავლო პროცესი შეწყდა ერთ სკოლაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 9 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში