მისივე თქმით, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56–ე კილომეტრზე, ქვათაცვენის გამო, ყოველდღე, საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა და კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდება.
„გზის დონის აწევის პარალელურად, ცალკე ვიმუშავებთ მდინარის კალაპოტში წყლის დონის დაწევაზე“, – აღნიშნა სეთურიძემ.
შეგახსენებთ, თუშეთის გზის 56–ე კილომეტრზე, მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება ისევ გადაკეტა და სავალი ნაწილი წყალმა დაფარა. ამ დროისთვის გზაზე წყლის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატება. დამეწყრილი მთიდან ქვათაცვენის გამო სამანქანო გზის ნაწილიც ჩაინგრა. სატვირთო მანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. უსაფრთხო არ არის არც მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა.