საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფოტორეპორტაჟი გურიის და აჭარის მაღალმთიანი, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან

15:10 - 10 მაისი 2017 hits 6568
ფოტო: ლაშა ღლონტი
საზოგადოება
ფოტო: ლაშა ღლონტი

გომისმთა, თავპატარა, შვეილა, ახოსეილა – ეს მაღალმთიანი გურიისა და აჭარის სოფლებია, რომლებიც დიდთოვლობისა და უგზოობის გამო 6 თვის განმავლობაში გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მოლაშქრე ლაშა ღლონტმა ამ სოფლებში იმოგზაურა და „მთის ამბებისთვის“ ფოტორეპორტაჟი მოამზადა.

გომისმთა მაღალმთიანი საზაფხულო კურორტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2100–2500 მეტრზე. კურორტი გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის ტყით.

გომისმთას გურიასა და აჭარაში მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრადიყენებდნენ. საავტომობილო გზა ოზურგეთიდან გომისმთამდე 1950-იანი წლების ბოლოს იქნა გაყვანილი. სოფელში რამდენიმე ასეული კოტეჯი დგას და ზაფხულში ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. ყოველწლიურად, აგვისტოში იმართება დღესასწაული „გომისმთობა“.

გომისმთიდან ლაშა ღლონტი მაღალმთიან აჭარაში გადავიდა და სოფლები თავპატარა, შვეილა და ახოსეილა დაათვალიერა. ადრე შემოდგომიდან ზაფხულამდე არც ამ სოფლებში ცხოვრობს ვინმე. 22 აპრილის მდგომარეობით, ზოგიერთ ადგილზე თოვლის სიმაღლე 5–6 მეტრს აღემატება და საცხოვრებელი სახლები მთლიანად თოვლშია მოქცეული, მხოლოდ სახურავები ჩანს.

წაიკითხეთ ლაშა ღლონტის მოგზაურობის დღიური

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში