საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კობთან ჩამოწოლილ ზვავში ფრანგი ტურისტი მოჰყვა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:56 - 24 მარტი 2017 hits 8680

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კობთან ჩამოწოლილ ზვავში ფრანგი ტურისტი მოჰყვა. კურორტ გუდაურის მაშველებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

„ტურისტი ცოცხალი ამოიყვანეს ზვავიდან. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე უკვე გაუწიეს. ახლა შვეულმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანენ. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - განაცხადა „მთის ამბებთან“ საუბარში მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა.

სამაშველო ოპერაციაში მაშველები: დათა გომიაშვილი, დავით თუხარელი და დავით ქუშაშვილი მონაწილეობდნენ. მათ 2-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად ფრანგი ტურისტი ზვავიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს და ის „ყაზბეგი ჰელი კოპტერსის“ შვეულმფრენით გუდაურის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე. კომპანია მოთხილამურეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ ნიშნებს. აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა: ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, უშბის, თეთნულდის, უშგულის, ბაკურიანის, გოდერძის, ბახმაროსა და თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას.

ფრანგ მოხილამურეთა ჯგუფი გუდაურიდან კობის მიმართულებით, გაუკვალავ თოვლში სრიალებდა. ჯგუფში სულ ოთხი მოთხილამურე იყო. ზვავში მხოლოდ ერთი მათგანი მოჰყვა.

წელს, საქართველოში ზვავს ორი ტურისტი ემსხვერპლა. სვანეთში, თეთნულდზე 25 თებერვალს გერმანელი ტურისტი დაიღუპა, 17 მარტს ყაზბეგში, კობთან კი - უნგრელი მოთხილამურე.

დალი ფირანიშვილი

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევის ამბებს. სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში