საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფშავის სამი სოფლის მოსახლეობა ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებას ითხოვს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:06 - 23 მარტი 2017 hits 6370

ფშავში, დუშეთის რაიონის სოფლებში - გომეწარში, თხილიანასა და შუაფხოში მცხოვრები მოსახლეობა დენის გადასახადს დღემდე საერთო მრიცხველით იხდის. მოსახლეობა ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითხოვს.

„მეზობლები საერთო თანხას ვიხდით. ერთმა ოჯახმაც რომ არ გადაიხადოს დენის გადასახადი, ელექტროენერგია დანარჩენებსაც გვეთიშება, რაც ხშირად მეზობლებს შორის უთანხმოების და კონფლიქტის საფუძველი ხდება. ეკონომიის გაკეთება რომც გვინდოდეს, დაზოგვას აზრი არ აქვს, რადგან ყოველთვის იმაზე მეტს ვიხდით, ვიდრე რეალურად ვხარჯავთ,“ - უთხრა „მთის ამბებს“ სოფელ გომეწარში მცხოვრებმა ზაირა სუარიშვილმა.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, გომეწარში 68 ადამიანი ცხოვრობს, თხილიანაში - 53, ხოლო შუაფხოში - 35.

ფშავის სოფლებს დენით კომპანია - „ენერგო პრო ჯორჯია“ ამარაგებს. „მთის ამბები“ კომენტარისთვის „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა. „სოფელ გომეწარში ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება 2017 წლის მაისში დაიწყება და ეს პროცესი ამავე თვის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება შუაფხოს და თხილიანას, ამ სოფლებში ინდივიდუალური მრიცხველები ივლისის ბოლოსთვის უკვე დამონტაჟებული იქნება,“ -აღნიშნა „მთის ამბებთან“ საუბარში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების  მენეჯერმა, ავთო დვალიშვილმა.

ნუცა ცისკარიშვილი

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ფშავისა და ხევსურეთის ამბებს. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში