საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მუნიციპალური განვითარების ფონდი ნიკორწმინდის რეაბილიტაციას იწყებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:05 - 01 თებერვალი 2017 hits 5256

მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის რეაბილიტაციას იწყებს.

„პროექტით დაგეგმილია ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ტაძრამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი დაიგება. შეკეთდება სოფლის ცენტრში  არსებული შენობების ფასადები. შემოიღობება ეზოები და შეიცვლება ჭიშკრები. სოფლის ცენტრიდან ტაძრისკენ მიმავალ გზაზე დაგეგმილია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის აშენება. პროექტი უკვე შედგენილია და ნიკორწმინდაში მისი საჯარო განხილვაც მოეწყო. რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება,“ - განუცხადა „მთის ამბებს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ლავრენტი მუსელიანმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ნიკორწმინდაში გაზაფხულზე დაიწყება. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის ოდენობა ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.    




Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში