საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დიდთოვლობა საქართველოში - აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:52 - 30 იანვარი 2017 hits 5722

უამინდობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდთოვლობამ კი ყველაზე დიდი პრობლემები აჭარის მაღალმთიანეთში შექმნა. ხულოს რაიონის სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია.

დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი აჭარის 76 საჯარო სკოლაში ჩაიშალა. შტორმის საშიშროებაა შავი ზღვის სანაპიროზეც. დიდთოვლობამ აჭარაში პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც.

თოვლის სიმაღლე 50 სმ-ს აღწევს ქუთაისშიც. გადაუღებლად თოვდა ოზურგეთის რაიონშიც, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრია.

უამინდობის გამო შეზღუდვებია ცენტრალურ მაგისტრალებზეც, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმებით ხორციელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, 31 იანვარს კი საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა -5-დან -25 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში -15, -18, მაღალმთაში კი  -22, -25 გრადუსამდე დაეცეს. სუბტროპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში