საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბაკურიანი „ბაკურიანობა 2017-ს“ მასპინძლობს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:07 - 27 იანვარი 2017 hits 18106

27 და 28 იანვარს ბაკურიანში ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული - „ბაკურიანობა 2017“ აღნიშნება. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

27 იანვარს სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლებს დიდველი და ოცდახუთიანები, სადაც გაიმართება თხილამურებით სირბილი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდით შეჯიბრი და სლალომი, პარკის ტერიტორია კი ჰოკეის უმასპინძლებს. შეჯიბრი 10:00-დან 16:00 სთ-მდე გაიმართება.

28 იანვარს ექსტრემალური შეჯიბრებები დიდველზე 10:00 სთ-დან დაიწყება და 15:00 სთ-მდე გაგრძელდება. სპორტული ღონისძიებების დასრულების შემდეგ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გამართება. დაჯილდოების პარალელურად, 15:00 საათზე დაგეგმილია „GOOFY LAND- ის“, 18:00 საათზე კი ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ბაკურიანობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 იანვარს, ბაკურიანი-ბორჯომის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს. ბორჯომის ცენტრალური ავტოსადგურიდან ტრანსპორტი 08:30 და 16:30 სთ-ზე გავა, ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით კი - 10:30 და 18:30 სთ-ზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში