საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთში ზვავს მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:56 - 21 დეკემბერი 2016 hits 5272

ჯვარი-მესტიის გზის ხაიშის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავს ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი მესტიაში მცხოვრები 54 წლის მამაკაცია.

სააგენტო „ლაივპრესი“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნელი ნავერიანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადგილობრივ მცხოვრებს კერძო მიკროავტობუსით მგზავრები გადაჰყავდა, ის გზის სანახავად მანქანიდან გადავიდა, რა დროსაც ზვავმა მოიყოლა.

„გვირაბთან მოხდა. მცირე რაოდენობით ჩამოსულა ზვავი და ეტყობა სანახავად გააჩერა. გადავიდა, რომ დაეთვალიერებინა შეძლებდა თუ არა მის გაწმენდას ნიჩბით. საერთოდ იცის ხოლმე, როცა პირველ ჯერზე მოდის მცირე მასა, შემდეგ მოყვება დიდი. მიკვირს ის მესტიელია, ადგილობრივი და ეს როგორ შეეშალა. როცა მანქანიდან გადმოვიდა თოვლის მცირე მასას მოჰყვა ზვავი და სამწუხაროდ მოიყოლა“, - ციტირებს განგებლის მოადგილის კომენტარს „ლაივპრესი“.

მისივე თქმით, მიკროავტობუსი, რომელსაც მამაკაცი მართავდა, მოშორებით იყო გაჩერებული და მგზავრები უვნებლად გადარჩნენ.

„გზის აღნიშნული მონაკვეთი წუხელვე გაიწმინდა და იქ ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მესტიის სოფლებში ახლაც გადაუღებლად თოვს, თუმცა უხვი ნალექის გამო პრობლემები ამდროისთვის არ ფიქსირდება“, – ამბობს ნავერიანი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში