საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყაზბეგის სოფელ ფანშეტში აეროპორტის მშენებლობა იგეგმება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:24 - 13 დეკემბერი 2016 hits 15270

ყაზბეგის სოფელ ფანშეტში კომპანია „აჭარა გრუპი“ აეროპორტის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ კომპანია „ავიატორის“ ხელმძღვანელმა ლევან ბერულავამ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.

„ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ საკუთარი აეროპორტის აშენებას ყაზბეგში, სოფელ ფანშეტში. ეს იქნება კიდევ ერთი სტიმული იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს და საქართველო უფრო საინტერესო გახდეს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის“, - აღნიშნა ლევან ბერულავამ.

„მთის ამბებთან“ საუბარში ბერულავამ დააკონკრეტა, რომ აეროპორტის ასაშენებლად შესაბამისი კვლევები 2017 წელს ჩატარდება და სავარაუდოდ, ზაფხულიდან მშენებლობაც დაიწყება. „ეს აეროპორტი მოემსახურება ჩვენს კომპანიას, საჰაერო ტაქსებს, ასევე ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ფრენების შესრულება საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ბერულავამ.

კომპანია „ავიატორი“ საქართველოში საჰაერო ტაქსით მომსახურებას ახორციელებს. ფრენის საშუალო ღირებულება 1500 დოლარიდან იწყება. საჰაერო ხომალდი 5 ადამიანზეა გათვლილი და ბიზნეს კლასის ინტერიერით არის აღჭურვილი.

სოფელი ფანშეტი, ყაზბეგიდან 4 კილომეტრში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 1790 მეტრზეა. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 54 ადამიანი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში აეროპორტის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება ამბროლაურში, ფრენები კი 2017 წლის იანვრიდან შესრულდება. აეროდრომის მშენებლობა დაგეგმილია თუშეთშიც, სოფელ ომალოში. აეროდრომის პროექტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ტრანსპროექტი“ გამოცხადდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში