საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ფასანაურთან უამინდობის გამო ჩარჩენილი ტრაილერის მძღოლი დაიღუპა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:26 - 08 დეკემბერი 2016 hits 4285

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, დაბა ფასანაურთან, უამინდობის გამო ჩარჩენილი ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა. ტრაილერის მძღოლი რუსეთის მოქალაქე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე 30 ნოემბრიდან აკრძალული იყო მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის, რის გამოც დაბა ფასანაურთან ერთი კვირის გამოავლობაში ასზე მეტი ტრაილერი იყო გაჩერებული. მძღოლები რომლებიც სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან რუსეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ. მათი თქმით, აღარ ჰქონდათ საკვები, საწვავი და ფული.

მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ, 7 დეკემბერს აღდგა. აღნიშნულ მონკვეთზე, ლიპყინულის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში