საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის გზაზე აშშ-ს მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:51 - 08 დეკემბერი 2016 hits 4539

თელავის რაიონულმა სასამართლომ აშშ-ის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ ჭინჭარაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, თელავი-ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე მთათუშეთისკენ ფეხით მიმავალ საქართველოში სტუმრად მყოფ ტურისტს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს დაემგზავრა მიხეილ ჭინჭარაშვილი. დაახლოებით 20:00 საათზე, გზის მე-18 კილომეტრზე, მიხეილ ჭინჭარაშვილსა და ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც მიხეილ ჭინჭარაშვილმა ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს, მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის რამდენიმე გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 20 წლის მიხეილ ჭინჭარაშვილი 13 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში