საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:56 - 10 აგვისტო 2021 hits 5759

New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის თანახმად, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000  მოსახლეზე ვირუსის გავრცელების შემთხვევებით, მსოფლიოში პირველ ადგილზე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 54 ინფიცირებული ადამიანი. 

კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2600, რეგიონებში კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ვირუსი 678 ადამიანს დაუდასტურდა. კოვიდ 19-ის 649 ახალი შემთხვევაა იმერეთში, 363 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 359 – კახეთში, 289 – შიდა ქართლში, 254 – ქვემო ქართლში, 191 – მცხეთა-მთიანეთში, 170 – გურიაში, 103 – სამცხე-ჯავახეთში, 41 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 43 163 საიდანაც 6 552 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 107, აჭარაში - 861, იმერეთში - 936.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 126, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი.

მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 18, იმერეთში - 17. 2 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 286 - თბილისში, 818- აჭარაში. 33 939 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

  • 9 აგვისტო - კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 2236 ახალი შემთხვევა;
  • 8 აგვისტო - გარდაიცვალა 30 ადამიანი, დადასტურდა 3344 ახალი შემთხვევა;
  • 7 აგვისტო - გარდაიცვალა 38 ადამიანი, დადასტურდა 4216 ახალი შემთხვევა; გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, ქვეყუნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყარო რაიონის სოფელ არხილოსკალოში ხალხმრავალ სუფრაზე იყვნენ, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს საზეიმო დახვედრა მოუწყეს.
  • 6 აგვისტო - გარდაიცვალა 30 ადამიანი, დადასტურდა 3780 ახალი შემთხვევა;
  • 5 აგვისტო - დაიღუპა 38 ადამიანი, დადასტურდა 3670 ახალი შემთხვევა;
  • 4 აგვისტო - დაიღუპა 38 ადამიანი, დადასტურდა 4233 ახალი შემთხვევა;
  • 3 აგვისტო - დაიღუპა 34 ადამიანი, დადასტურდა 4827 ახალი შემთხვევა;
  • 2 აგვისტო - დაიღუპა 23 ადამიანი, დადასტურდა 1655 ახალი შემთხვევა;
  • 1 აგვისტო - დაიღუპა 33 ადამიანი, დადასტურდა 2654 ახალი შემთხვევა;

დღეიდან, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება. სხვადასხვა სოციალური ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს და სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში აღნიშნული ობიექტები დაილუქება. აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში.

მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია 4 დასახელების ვაქცინა: Oxford/AstraZeneca (ასტრაზენეკა); Pfizer-BioNTech (პფაიზერი); Sinovac CoronaVac -Vero Cell, Inactivated (სინოვაკი); Sinopharm SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი). აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge  ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3. სულ აცრილია - 664997 ადამიანი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში