საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდაური - ყაზბეგის გზა 21 იანვრამდე არ გაიხსნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:34 - 17 იანვარი 2021 hits 14908

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზა 11 იანვრიდან ჩაკეტილია. გზების დეპარტამენტმა ჯვრის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა. ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, რუსეთ-საქართველოს შორის საავტომობილო მიმოსვლა მე-7 დღეა შეწყვეტილია.

საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან რუსეთში მიმავალი ასობით სატვირთო ავტომობილი დუშეთის მუნიციპალიტეტშია გაჩერებული, სოფელ ბულაჩაურის გადასახვევიდან ჩინთამდე. რუსეთიდან მომავალი სატვირთო ავტომობილების რიგი დგას ყაზბეგის მხარესაც. გზაში ჩარჩენილებს შორის არიან მგზავრებიც, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც ყაზბეგში იმყოფებოდნენ და მე-7 დღეა უკან ვეღარ ბრუნდებიან. ყაზბეგის მერიამ 100-მდე მგზავრს მცირეოდენი საკვები პროდუქტები გადასცა, 14 ადამიანი კი სასტუმროში დააბინავა. მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის დღეს ცოტა ხნით ჩართეს გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, 19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო, 12 იანვრიდან დაკეტილია ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კორშა-შატილის მონაკვეთი. დათვიჯვრის უღელტეხილზე თოვლის სიმაღლე 1 მეტრს აღემატება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 17 იანვრიდან ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში