საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კაკო გაბლიანი ზარდლაშიდან - სოფლიდან, რომელიც მეწყერს არ ეპუება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:23 - 03 დეკემბერი 2019 hits 16995

76 წლის კაკო გაბლიანი ზემო სვანეთში, სოფელ ზარდლაშში ცხოვრობს. ზარდლაში მულახის თემშია. სოფელს მარცხენა მხრიდან მეწყერი უტევს. ხალხისგან დაცლის ერთ-ერთი მიზეზიც ეს გახდა. ზარდლაშს ორი ოჯახიღა ამაგრებს.

„აქ 48 კომლი ცხოვრობდა. მერე წავიდნენ ყაბარდო-ბალყარეთში, მაგრამ ჩვენი ორი ოჯახი არსად წასულა. 20 წელია მარტო ვართ აქ. ვიდრე სახლები ჩაინგრეოდა, თოვლისგან ვასუფთავებდით სახურავებს, ახლა დანგრეულია. რამდენიმე თვის წინ, კომისია იყო აქ მოსული. ის ღელე, სადაც მეწყერია, უნდა გაამაგრონ, ჯებირები გააკეთონ, მაგრამ იმის შემდეგ შედეგი არაფერი გვაქვს“, - ამბობს კაკო გაბლიანი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებს  დადებითად იხსენებს - თავიდან კარგად დაიწყო და მერე წახდაო.

დღევანდელი მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა - საქართველოში მათხოვარი არ იყო და ახლა, ქალაქები მათხოვრებით გაივსო და ხალხი შიმშილობსო.

„მადლობა ღმერთს, სვანეთში მაინც არაა მათხოვარი იმიტომ, რომ მეზობლები არიან. რად მინდა ისეთი საჭმელი, მეზობელი მშიერი კვდებოდეს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში