საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შუახევში სამთო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:47 - 05 ივლისი 2019 hits 20440
ფოტო - შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
საზოგადოება
ფოტო - შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

ივლისსა და აგვისტოში, შუახევის მუნიციპალიტეტში სამთო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. პროგრამით ადგილობრივებთან ერთად ტურისტებიც ისარგებლებენ.

უფასო ტრანსპორტი შემდეგ მიმართულებებზე დაინიშნა:

  • შუახევი -კატრიანი - ყავრიანი;
  • ხიჭაური - ახალდაბა - ბარათაული - გრძელგორი;
  • ხიჭაური - თაგინური;
  • ცხემლისი - თაგინური (ნაფოცხვარა);
  • ჭალა - წყაროთა - თაგინური;
  • ოლადაური - ჩირუხი;
  • ტბეთი - გოგაძეები - ჩირუხი;
  • ქიძინიძეები - ჯაბნიძეები - ჩირუხი;
  • დღვანი - ლომანაური - გოგინაური - ჩირუხი;
  • შუბანი - ჩირუხი;
  • კვირიაული - ცინარეთი - ღომა;
  • წაბლანა - ღომა - საყენდრია;
  • ნიგაზეული - ჯანჯღნარი;
  • ხიჭაური - მერიაყელი;
  • ინწკირვეთი - შედრეკილი;
  • შუახევი - თეთრობი;
  • ბრილი - ხაბელაშვილები - თაგინური;
  • დღვანი - ლომანაური - გოგინაური - საბერწია;
  • კარაპეტი - მაწყვალთა;
  • მახალაკიძეები - სანალია;
  • კობალთა - ძველი მთა.

პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 490 ლარით დაფინანსდა.

მგზავრობის გრაფიკი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა სატენდერო პირობების მიხედვით, ყველა მიმართულებით კვირაში 1 ან 2 რეისის შესრულებაა გათვალისწინებული.

დაინტერესებულმა პირებმა გრაფიკთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ტენდერში გამარჯვებულ პირს, ინდ.მეწარმე ვახტანგ ხიმშიაშვილს ტელეფონის ნომერზე: 593 94 70 04

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში