საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

17 ივნისიდან „მაგთიფიქსი“ აღარ გაითიშება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:03 - 14 ივნისი 2019 hits 6941

კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა, რაც იმას ნიშნავს, რომ 17 ივნისიდან „მაგთიფიქსი“ აღარ გაითიშება.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები აბონენტები, რომელთა ნაწილისთვისაც „მაგთიფიქსი“ სატელეფონო კავშირის ერთადერთი საშუალებაა, კომუნიკაციის გარეშე აღარ დარჩებიან.

„მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და შეუზღუდავი სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ შპს „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობები შესთავაზა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზია სპეციალური ვალდებულებებით გაუგრძელდა.

კომისიამ „მაგთიკომს“ ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ ამ პერიოდში, „მაგთიფიქსის“ სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს“- განაცხადეს კომუნიკაციების კომისიაში.

„მაგთიკომი“ რამდენიმე დღეა მომხმარებელს აფრთხილებდა, რომ ლიცენზიის ვადის ამოწურვის გამო „მაგთიფიქსი“ უქმდებოდა. კომუნიკაციების კომისიამ 11 ივნისს კომპანიას მოუწოდა, „მაგთიფიქსის“ აბონენტები ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოს და მომსახურების გარეშე არ დატოვოს, იმ შემთხვევაში თუ ის ლიცენზიის გაგრძელებაზე უარს იტყოდა.

„მაგთიფიქსი“ სატელეფონო კავშირის ერთადერთი შესაძლებლობაა ბევრ მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფელში, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში