საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

15 ივნისიდან „მაგთიფიქსი“ ითიშება, საზღვრისპირა და მთის სოფლები კავშირის გარეშე რჩება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:27 - 11 ივნისი 2019 hits 16308

„მაგთიკომი“ 2019 წლის 15 ივნისიდან „მაგთიფიქსის“ სერვისს აუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, საზღვრისპირა და მთის ბევრი სოფელი სატელეფონო კავშირის გარეშე დარჩება. „მაგთიფიქსის“ გაუქმების მიზეზად კომპანია CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვას ასახელებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთიკომს“ მოუწოდებს, „მაგთიფიქსის“ აბონენტები ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოს და მომსახურების გარეშე არ დატოვოს.

„აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით, კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის „მაგთიკომს“ სხვადასხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო გამოსავალზე უარი განაცხადა.

კომისიისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის, ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა.

მიგვაჩნია, რომ „მაგთიფიქსის“ სერვისის გაუქმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემატური ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებშია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ  ყველა ის აბონენტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე „მაგთიფიქსის“ მომსახურეობით სარგებლობს, სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე არ დარჩეს. ამისათვის კი ოპერატორს ორი არჩევანი აქვს: პირველი- დათანხმდეს კომისიის შეთავაზებებს, მეორე- მომსახურეობის გაძვირების გარეშე უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს აბონენტები ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისით.

იმისთვის, რომ არცერთ ადამიანი არ დაზარალდეს და არ შეეზღუდოს სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის მიღება, ისინი უნდა დაუკავშირდნენ კომპანია მაგთიკომს და მოითხოვონ ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოფა.

თავის მხრივ, კომპანია „მაგთის“, როგორც ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს, გაითვალისწინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებული ვითარება და განიხილოს კომისიის შეთავაზება“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში