საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხოვლეში რეინჯერის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:21 - 01 მარტი 2017 hits 5901

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს ტყეში, 46 წლის რეინჯერის, კახაბერ ყურაშვილის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

„ბრალდებული დაკავებულია. კახაბერ ყურაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს ექსპერტიზა. საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ნაცვლად განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება,“ - უთხრეს „მთის ამბებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

46 წლის კახაბერ ყურაშვილი კასპის რაიონში ტყის მცველად მუშაობდა. ის 25 თებერვალს სახლიდან ცხენით გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. გარდაცვლილ რეინჯერს ერთდღიანი ძებნის შემდეგ ტყეში, 26 თებერვალს მიაგნეს.

ოჯახის წევრებს ეჭვი ჰქონდათ, რომ რეინჯერი მოკლული იყო. კახაბერ ყურაშვილის მეუღლის თქმით, მას თავში შეშის ნაჭერი ჰქონდა ჩარტყმული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში