საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიის შექმნაზე მესტიაში შეხვედრა გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:10 - 16 სექტემბერი 2019 hits 14701

18 სექტემბერს, 14:00 საათზე, მესტიაში, სასტუმრო „ბანგურიანში“ გაიმართება შეხვედრა ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლების ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიის შექმნისა და სვანეთში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ. დასწრება თავისუფალია.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ქეთი ფრუიძე შეხვედრის მონაწილეებს გააცნობენ იდლიანის, ხაიშის, ჭუბერისა და ნაკრას თემების ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიის შექმნის შესაძლებლობებს. ეკოტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ილია ოქრომელიძე კი ზემო სვანეთში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, მთის სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი.

შეხვედრა ორგანიზებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში.

შეხვედრის ბოლოს მოსახლეობასთან ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში