საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ადიდებულმა მდინარემ მესტიაჭალა ჰესის ნაგებობები დაანგრია - სვანეთში სტიქიაა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:11 - 25 ივლისი 2019 hits 23874

ძლიერი წვიმის შედეგად, სვანეთში, ჭალაადის მყინვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიქიაა. ადიდებულმა მდინარე მესტიაჭალამ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია, ჰესის შენობა კი წყალშია მოქცეული. ჰესთან ახლოს გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი მდინარის მიერ წამოღებულმა ქვა-ღორღმა დამარხა.

კაფე „ჭალადში“ დასაქმებულმა ორმა ქალმა სტიქიას რამდენიმე წამით გაასწრო და ცოცხლები გადარჩნენ. კაფის შენობა სახურავამდე ქვა-ღორღშია მოქცეული.

როგორც „მთის ამბებს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა დავით ფალიანმა უთხრა, მოსახლეობა ენერგეტიკის სამინისტროს და ჰესის მშენებელ კომპანიას აფრთხილებდა, რომ მესტიაჭალაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაუშვებელი იყო, თუმცა ჰესი მაინც ააშენეს.

„წვიმის დროს მდინარე ყოველთვის დიდდებოდა, მაგრამ რაც ჩამოჰქონდა, იმის გატანას ახერხებდა. ახლა ვეღარ გაატარა, წყალი ხიდთან დაგუბდა, მერე გამოხეთქა და დაანგრია იქაურობა. რამდენიმე მანქანა მდინარეში გდია, ჩამარხულიც იყო. ღმერთმა ქნას მსხვერპლი არ იყოს“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის რატი მუჯირის განცხადებით, მდინარემ ჰესის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დატბორა, დაზიანებულია ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა: „მდინარის იქით დარჩენილია 5 ტურისტი, რომლებიც მაშველებს შემოვლითი გზით უსაფრთხო ადგილას გამოჰყავთ. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული იყო 5 მანქანა, რომელიც მდინარემ წაიღო. ჩვენი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა მიმდინარეობს გადამოწმება“.

ამ თემაზე: 

„მესტიაჭალაზე ჰესი არ უნდა აეშენებინათ - მყინვარული მდინარეა, პროგნოზი შეუძლებელია“

სტიქიის დროს მოსახლეობა წალეკვას ჰესმა გადაარჩინა - მესტიის მერი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში