საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

იუნესკომ ქართული ანბანის ცოცხალი კულტურა კაცობრიობის მემკვიდრეობად აღიარა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:21 - 01 დეკემბერი 2016 hits 5958

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. გადაწყვეტილება ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე მიიღეს.

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა საუკუნეების განმავლობაში ქართული დამწერლობის ევოლუციისა და მის საფუძველზე მიღებული სამი ანბანური სისტემის (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული) სხვადასხვა კულტურული და სოციალური ფუნქციით თანაარსებობის შედეგად ჩამოყალიბდა. ელემენტი მოიცავს ქართული ანბანის სამ სახეობას, მათი გამოყენების მრავალფეროვნებასა და თანაარსებობის ცოცხალ კულტურას, ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და კულტურას, ანბანის სწავლების მეთოდიკას (დედა ენა - საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი), ტიპოგრაფიის, გრაფიკულ და მედია-დიზაინის ხელოვნებას. ელემენტი ინახავს თხუტმეტსაუკუნოვანი ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკასა და გრამატიკას, რაც ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს.

UNESCO-ს მხრიდან „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებას ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია როგორც, ქართული საზოგადოებისა და დიასპორისთვის, ასევე საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და ზოგადად საქართველოს, როგორც მაღალი კულტურის მქონე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისთვის საერთაშორისო დონეზე.

ნომინაცია ხელს უწყობს საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას, საზოგადოებაში ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სოციო-კულტურული კავშირების განმტკიცებას, ქართველოლოგის, როგორც მეცნიერების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. იგი ასევე წაახალისებს ქართული ენის, ანბანისა და ლიტერატურის კვლევითი ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, რაც ელემენტის უმთავრეს დამცავ მექანიზმად მიიჩნევა.

ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად 2015 წელს წარედგინა. „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილია UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. მანამდე UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში ქართული ფოლკლორი და ქართული ღვინო იყო შეტანილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში