საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარიამ ბაკურაძე - „ბერქალი“ რაჭიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:28 - 27 დეკემბერი 2019 hits 22467

მარიამ ბაკურაძე 84 წლის არის. „ბუბას“ სოლისტი და უხუცესი წევრია. „ბუბა“ ერთადერთი ანსამბლია ზემო რაჭაში. ბოლოს კონცერტი ერთი კვირის წინ უნდა გაემართათ, ონში, მაგრამ გაყინულ დარბაზში მხოლოდ ერთი მაყურებელი მივიდა.

ბავშვობაში გლოლელების ცეკვა-სიმღერის შემყურე, სახლში მიმავალი ნანახს გზად იმეორებდა. რაჭულ ფოლკლორსაც ასე ეზიარა.

„სანახშოს ვუძახით ადგილს, იქ იყრიდნენ ხოლმე თავსა. შუაღამემდე იყვნენ უმფროსი ხალხი, ძაან კარგადა მღეროდნენ. იქ იყო ყველა თავმოყრილი. ბავშვებიც დავდიოდით, იმათგანა მაქვს გადმოღებული ეს „ბერქალური“ მე, რავარც ისინი, ვითა მე. რომ წამოვიდოდი სახლში, იმათ ვცინებდი და შემომრჩა ასე ბოლომდე“, - იხსენებს მარიამ ბებო. 60 წელზე მეტია „ბუბაში“ მღერის და ცეკვავს. „ბერქალური“ ანსამბლის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ნომერია. 

„ბუბას“ 10 წევრიღა შემორჩა. უმეტესობა გლოლიდანაა. გუნდის ხელმძღვანელი ლალი მარგიანი გლოლის სკოლაში მასწავლებელია. ხშირად სწორედ „ლალის კლასში“ იკრიბებიან. სოფლის კლუბის ოთახი ზამთარში სარეპეტიციოდ ცივია.

გლოლას საქართველოს ფოლკლორულ რუკაზე ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. რაჭული ცეკვა-სიმღერით გამორჩეულ ამ პატარა სოფელში ბევრი ხალხური მარგალიტია შემონახული. „სწორედ ეს გვაინტერესებს, რომ გლოლის სახელი არ წაიშალოს“.

ანსამბლის წევრების ყოველთვიური ხელფასი 50 ლარია. „ეგეც არ გვქონდა, მესამე წელია რაც დაგვინიშნეს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში