საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის გზა გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:13 - 09 ივნისი 2019 hits 15646

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, მაღალი გამავლობის მანქანებისთვის მოძრაობა აღდგენილია. მეწყრის შედეგად წარმოქმნილ ტბასთან წყლის დონემ დაიწია.

როგორც „მთის ამბებს“ თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, გზის აღნიშნული მონაკვეთი, დღეს, საღამოს თვითონაც გაიარა და სავარაუდოდ, ხვალ გზაზე წყალი საერთოდ აღარ იქნება.

აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გამავალი გზა თუშეთთან საავტომობილო კავშირის ერთადერთი შესაძლებლობაა. უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, გზა ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის შუა რიცხვებამდე ვერ ხნსიან. მესამე წელია გზის გახსნა უფრო გვიანდება. 2017 წელს სოფელ ხისოსთან დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა მოწყდა, მდინარე დააგუბა და ტბა წარმოქმნა. გზა წყალმა დაფარა.

ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკის მობილიზება წელსაც დაგვიანებით, 7 ივნისს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც თუშებმა გზის გახსნის მოთხოვნით, 4 ივნისს, სოფელ ქვემო ალვანში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობას სამდღიანი ვადა მისცეს სამუშაოების დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გახსნას საკუთარი ძალებით აპირებდნენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში