საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მესტიის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 72.80%-ით გაიზარდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:53 - 08 დეკემბერი 2017 hits 9406

2017 წლის 11 თვეში, მესტიის აეროპორტი 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 899 მგზავრით, 72.80%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 11 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 982).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 11 თვეში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 816 538 მგზავრი, რაც 44.48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 641 539 მგზავრი).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.89%-ით (854 293 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 484 527 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 59.11% ით (180 012 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (304 515 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 55.80%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 11 თვეში აეროპორტი 243 918 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 380 026 მგზავრი შეადგინა, რაც 136 108 მგზავრით მეტია.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების კიდევ ერთ, ამბროლაურის აეროპორტს, წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მათი რაოდენობაა 1 687.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 399-ით მეტი რეისი შესრულდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ19 496-ია, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 538, ხოლო ჩარტერების 2 958. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 38.30%-ს შეადგენს.

მესტიის აეროპორტი მსოფლიოს ათი უჩვეულო დიზაინის მქონე ულამაზესი აეროპორტის სიაშია მოხვედრილი. სია ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-იმ შეადგინა. სვანეთის აეროპორტთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტების სიაში შედიან ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი, ურუგვაიში მონტევიდეოს აეროპორტი, ვენეციის აეროპორტი LIDO, კალიფორნიისა და შოტლანდიის აეროპორტები.

ნატახტარი - მესტიის და მესტია - ნატახტარის მიმართულებით ავიარეისები სრულდება ყოველდღე, შაბათის გარდა. ნატახტარიდან ფრენა დილის 10:00 საათზეა, მესტიიდან ნატახტარის მიმართულებით კი თვითმფრინავი ორშაბათსა და პარასკევს 15:00 საათზე მოფრინავს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას 12:00 საათზე. ფრენის ხანგრძლივობა 1 საათია. რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის 65 ლარია, 12 წლამდე ბავშვებისთვის 45.50 ლარი.

ქუთაისი - მესტია და მესტია - ქუთაისის მიმართულებით ავიარეისები სრულდება ორშაბათსა და პარასკევს. ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა 12:00 საათზეა, მესტიიდან ქუთაისში კი თვითმფრინავი 13:30 საათზე მოფრინავს. ფრენის ხანგრძლივობა 30 წუთია,ბილეთის ღირებულება 40 ლარი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში