საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საუდის არაბეთის უმსხვილეს სავაჭრო ქსელში ქართული ცხვრის ხორცი იყიდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:09 - 10 აპრილი 2017 hits 5334

საუდის არაბეთის მეგა მარკეტების უმსხვილეს სავაჭრო ქსელ „Tamimi Markets“-ის დედაქალაქ რიადის ფილიალებში პირველად სარეალიზაციოდ განთავსდა ქართული ცხვრის დაფასოებული ხორცი. ერთი კილოგრამი ხორცის ფასი ნაჭრეების მიხედვით, 38.95-39.95 საუდური რეალი ღირს, რაც 25.90 ლარის ეკვივალენტია.

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართული ცხვრის ხორცის ექსპორტი საელჩოს მიერ ჩატარებული არაერთი ღონისძიებისა და ადგილობრივ ბიზნესმენებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საუდის არაბეთში სოფლის მეურნებობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვედრებს გამართავს.

2016 წელს საქართველოდან ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად დაახლოებით მილიონ დოლარს შეადგენს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში