საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გუდაურსა და ბაკურიანში გაყიდული ბილეთების რაოდენობა გაიზარდა, გოდერძიზე - შემცირდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:44 - 02 თებერვალი 2017 hits 17827

ზამთრის კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში, 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაყიდული საბაგიროს ბილეთების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა, გოდერძიზე კი - შემცირდა.

„ავსტრიული კომპანია skidata-ს უკონტაქტო გამშვები პუნქტის დათვლის მონაცემებით, წლევანდელ სეზონზე სამთო კურორტებზე გაყიდული ბილეთების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი, თითქმის 48%-იანი ზრდა გუდაურში გვაქვს, სადაც წელს 88 070 ბილეთი გაიყიდა. ყველაზე ბევრი - 96 615 ბილეთი კი ბაკურიანშია გაყიდული. გასულ წელთან შედარებით კლება გვაქვს მხოლოდ გოდერძიზე. იქ წელს 2896 ბილეთი გაიყიდა, მაშინ, როცა შარშან ამავე პერიოდში 3350 ბილეთი იყო გაყიდული. ჰაწვალის, თეთნულდის და მიტარბის კურორტებზე მონაცემების შედარების საშუალება არ გვაქვს: მიტარბიზე სათხილმურო ტრასა წელს გაიხსნა, ჰაწვალისა და თეთნულდის ტრასებზე სრიალი კი გასულ წელს უფასო იყო. გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობაც. ბაკურიანისა და გუდაურის სასტუმროების ყველა ნომერი მთელი თებერვლის განმავლობაში დაჯავშნილია,“ - აცხადებს „მთის ამბებთან“ საუბარში მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი, სანდრო ონოფრიშვილი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, წელს ჰაწვალზე 3083 ბილეთია გაყიდული, ხოლო თეთნულდზე - 3686.

გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე სათხილამურო სეზონი 2016 წლის 10 დეკემბერს გაიხსნა, თეთნულდსა და კოხტა-მიტარბზე კი 25 დეკემბერს.

სამთო კურორტებზე წელს ზამთრის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში