საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სტეფანწმინდა - გუდაურში ფრენების განხორციელების ნებართვა ორ კომპანიას მიენიჭა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:48 - 06 იანვარი 2017 hits 4284

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე და კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში, კერძოდ, სტეფანწმინდა-გუდაურში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოს ინფორმაციით, ავსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“ მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 10 აპრილამდე სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing“ ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

იგივე დანიშნულებით განახორციელებს ფრენებს გერმანული „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-იც. ოპერირება 2017 წლის 16 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, გუდაურის საკურორტო ზონაში AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით იგეგმება. ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი ნებართვა კომპანიამ 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღო. შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა“ მიმართა.

„ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR). კომპანიების ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას“,- განაცხადეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში