საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდაურში „Doppelmayr“-ის ახალი საბაგირო გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:23 - 26 დეკემბერი 2016 hits 5898

გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის - „Doppelmayr”-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

„პირველ რიგში მივესალმები ძველ გუდაურელებს, იმ ადამიანებს, რომელთა ენთუზიაზმითაც დაიწყო გუდაურის იდეა და აშენდა ეს მართლაც და მსოფლიოში ერთ-ერთი უმშვენიერესი კურორტი. ასეთი განსაკუთრებული იდეის განხორციელება გმირობის ტოლფასია - როცა იწყებ ამხელა საქმეს და უდიდესი გამძლეობა, ძალიან ბევრი საწინააღმდეგო აზრის გადატანა და ბრძოლა გიწევს. ამიტომ, ათმაგად მნიშვნელოვანია თქვენი გმირობა და ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც ამ უმშვენიერესი კურორტის შექმნაში მიგიძღვით. ჩვენ ღირსეულად ვაგრძელებთ თქვენს საქმეს და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიძლება ითქვას, რომ ორნახევარჯერ არის გაზრდილი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

კვირიკაშვილის თქმით, უკვე დასრულებულია გუდაურის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა კანადურ კომპანია „ეკოსაინთან“ ერთად, რაც იძლევა საშუალებას, რომ კურორტი გეგმაზომიერად და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისად განვითარდეს.

პრემიერის ინფორმაციით, გუდაურში 2018 წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება, რაც დღემდე პრობლემაა.

„გუდაურში ყოველთვის წყალმომარაგების პრობლემა იყო. წელს, წყალმომარაგების პირველი ეტაპი დასრულდა. 2018 წელს კი, 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„არ არის მარტივი პერიოდი, ხედავთ, რომ რაღაც პერიოდის გადატანა გვიწევს, მაგრამ ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ - 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი კერძო სექტორისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, იქნება ბევრი ინვესტიცია, თითოეული ბიზნესმენის უფლება იქნება ძალიან მაღალ დონეზე დაცული და მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარებისა და საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა“ შეიმუშავა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც არის ფუნდამენტური დოკუმენტი კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. წელს ასევე დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გუდაურსა და მის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის,“ სამთო გამყოლთა ასოციაციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში პირველად დაარსდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, რომელიც საერთაშორისო დონის მთაში გამყოლ გიდებს მოამზადებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში