თუშეთის გზა წყალმა დაფარა – „გზას არ ვკეტავთ, პანიკა რომ არ შეიქმნას“
14:53 - 22 აგვისტო 2017თუშეთის გზის 56–ე კილომეტრზე სავალი ნაწილი წყალმა დაფარა. ამ დროისთვის გზაზე წყლის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატება. დამეწყრილი მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება ისევ გადაკეტა და წყლის დონე იზრდება. ქვათაცვენის გამო გზის ნაწილიც ჩაინგრა. სატვირთო ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.…