ახალი დეტალები „ჯორჯიან მანგანეზის“ გარშემო - ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად
20:47 - 17 ივნისი 2023ჭიათურაში მე-12 დღეა მაღაროელები გაფიცულები არიან. მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასის 40%-ით გაზრდა და სამუშაო გრაფიკის უცვლელად დატოვებაა. გუშინ გამართულ აქციაზე მაღაროელებმა მოითხოვეს, ბარაბახმა ჭიათურა დატოვოს.