13:55 - 09 აგვისტო 2017
3409
www.Mtisambebi.ge - 53 წლის ზეზვა ელიზბარიძე თუშეთში, გომეწრის ხეობის 18 სოფლის ერთადერთი მუდმივი მკვიდრია. ნოემბრიდან, როცა დიდთოვლობის გამო სამანქანო გზა 6-7 თვით იკეტება, აღარავინ იცოდა ზეზვა როგორ იყო. ერთადერთი, ვინც წელამდე თოვლში, მის მონახულებას ზამთარში ერთხელ მაინც ახერხებდა, თუშეთის ექიმია. წელს ზეზვა ელიზბარიძე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აღარ მოწყდება. საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით თუშეთის ოთხივე ხეობას აგვისტოდან უკაბელო ინტერნეტი მიეწოდება.
Mtisambebi.ge
„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.