საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნაზი ბუჩუკური – ჩალახევის ერთადერთი მცხოვრები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:57 - 25 ოქტომბერი 2016 hits 8630

„ხისა და ქვის ხანაში ვართ ჩარჩენილი. უგზოობა, უშუქობა, უტელეფონობა 21-ე საუკუნეში. თუ არაგვი გაგიჟდა და გადაირია, სამი თქვე ვიკეტებით ხოლმე. როცა სადმე დარეკვა მინდა, სადღაც მთაზე უნდა ვიარო, მაღლა უნდა ვეძებო ადგილი რომ დავრეკო. ზამთარში თოვლია, ვერსად გახვალ. აქ სტუმარი იცი რა ღირს? მილიონი ღირს, რომ ადამიანი დაინახო და გამოელაპარაკო“, – ამბობს 62 წლის ნაზი ბუჩუკური, უკანაფშავის სოფელ ჩალახევის ერთადერთი მცხოვრები.

რა მაჩერებს? აქ დავიბადე, აგერ, იქით, იმ გომურში ვარ დაბადებული. აგერ, იქ გავიზარდე, ძველი სახლები რომ დგას, ფეხი იქ მაქვს ადგმული. ძმა მყავდა, ფშავი ძალიან უყვარდა, 34 წლის დამეღუპა. იმის საფლავიც მაჩერებს აქ, ბევრი რამე მაჩერებს.

არ მახსენდება, რომ ვინმე ამოსულიყო ადგილობრივი ხელისუფლებიდან და მოვეკითხე, აბა, ზამთარი როგორ გაატარე, რა ქენი, იქნებ ფეხი მოგტყდა, იქნებ სადმე გადავარდი, იქნება თოვლში ამოიხრჩვი.

არჩევნებში ყოველთვის ვმონაწილეობ, შუაფხოში ჩავდივარ ხოლმე ფეხით. აქედან იქამდე 15 კილომეტრზე მეტია. მე ჩემ მოქალაქეობრივ მოვალეობას ყოველთვის ვიხდი. იმათ უნდა რცხვენოდეთ, რომ ვირჩევთ და ყურადღებას არ გვაქცევენ.

დაყევით რამოდენა ყორეებია, მარტო აქ 60 მეკვამურია. აგერ, ის გიორგი სადაცა ცხოვრობს, იქით სოფელში, 80 ოჯახს უცხოვრია. ეხლა ის ერთი კაცია იქ მარტო, აქ მე ვარ იაქივით“.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში