საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლევან ბერძენიშვილი ► „ალუდა ქეთელაური“ | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:11 - 26 ოქტომბერი 2017 hits 29232

„ალუდა ქეთელაური“ არა მხოლოდ ქართულ, არამედ, მსოფლიო ლიტერატურაშიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის გაცილებით მეტია, ვიდრე ვაჟა-ფშაველას პოემა.

„ალუდა ქეთელაური“ მანიფესტია იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანი და რა სიმაღლეზე შეიძლება მიაღწიოს საკუთარ თავში გარკვევის სურვილმა.

ეს არის ნაწარმოები, სადაც, ადამიანი, რომელიც ისედაც ყველაფერია - სხვა ყველაფერი გახდება! ალუდა აღიარებული ლიდერია, რომელიც არაღიარებულ, მაგრამ უფრო დიდ სიმაღლეს მიაღწევს.  

ალუდა დაბადებულია, როგორც ათენა პალასი - ათენა ხომ ზრდასრული, შეიარაღებული, მუზარადით, ფარითა და შუბით ხელში იშვა მამის გონებიდან. ალუდა ქეთელაურიც ხომ ასეთია?! რა განვითარება უნდა ჰქონოდა პერსონაჟს, რომელიც ისედაც გმირია? უცებ მეტოქე იარაღს ჩუქნის და ალუდა ხელახლა იბადება! ტირის ალუდა, ტირის პირველად, რადგან ესაა წამი, როცა ხვდება, რისთვის დაიბადა. ამ მომენტიდან უკვე სხვა კაცია! ის რაც მას დაემართა, ეს ინდივიდუალიზმის მწვერვალია.

ალუდა ქეთელაურის გზა არ არის ყველას გზა, ეს არ არის ყველას შანსი, მაგრამ ესაა ყველას ოცნება - ამაღლდე და იყო ვაჟკაცი, გაყვე შენს ფიქრს ბოლომდე, დაუჯერო შენს თავს და მიმართო თემს, რომელიც გაგწირავს  - ნუ ღელავთ ხალხო, მე მაინც მიყვარხართ!

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში