საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლევან ბერძენიშვილი ► გოდერძი ჩოხელი | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:19 - 28 სექტემბერი 2017 hits 16387

მოვლენების ნებისმიერი, ნორმალური, განვითარების შემთხვევაში, ქართველი მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, პოეტი და უბრალოდ ძალიან გამორჩეული ადამიანი - გოდერძი ჩოხელი დღეს ჩვენ გვერდით უნდა ყოფილიყო.

გოდერძი ჩოხელი ქართული ლიტერატურის ფენომენია. ფენომენი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იმდენად ორიგინალური იყოს, რომ ყველას იპყრობდეს ამ ბავშვური ორიგინალურობით.

„საბჭოთა დროს ქართველი მწერლები არაერთ კომპრომისზე წავიდნენ. თუმცა არსებობდა ერთადერთი გამონაკლისი - გოდერძი ჩოხელი, რომელსაც უბრალოდ არ შეიძლო სხვანაირი წერა, გარდა უკომპრომისო წერისა!“

არ არის გასაკვირი, რომ მის მიმართაც იყო ისეთივე პრეტენზიები, როგორც თავის დროზე ვაჟა-ფშაველას მიმართ:

„სად შემოდიხარ კაცო შენი გულუბრყვილო ლექსებით, მოთხრობებით, აზრებითო. ის მართლაც სრულიად სხვანაირი კაცი იყო...“

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში