საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლევან ბერძენიშვილი ► ალექსანდრე ყაზბეგი | გადაცემა "მთა და ლიტერატურა"

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:55 - 21 სექტემბერი 2017 hits 12023

გახსოვთ გალაკტიონის სიტყვები - „გმირი ვაჟა და რამდენი კიდევ ყაზბეგი!“

ვიღაცას შეიძლება ცრუ წარმოდგენა შეექმნას, რომ გალაკტიონის აზრით, „ყაზბეგები ბევრი გვყავს.“ ამ შემთხვევაში რამდენი - რამოდენას, ნამდვილად დიდ კაცს - ალექსანდრე ყაზბეგს ნიშნავს!

ჩვენ ძალიან გაგვიმართლა მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში. ამ პერიოდშია დაწერილი ვაჟა-ფშაველას დიდი პოემები და ამავე პერიოდში, ვაჟა-ფშაველას პარალელურად, გამოჩნდა ალექსანდრე ყაზბეგი.

„ალექსანდრე ყაზბეგმა უბრალო ხალხი მიიყვანა წიგნთან. ხალხი ჟურნალებს მიადგა, რედაქციასთან მიტინგები იმართებოდა, რასაც მოჰყვა წარმოუდგენელი რამ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში - ავტორს მკვდარი პერსონაჟი გააცოცხლებინეს და გააგრძელებინეს მისი ნაწარმოები - „ელგუჯა“. წარმოიდგინეთ სახალხო სიყვარულის ეს დონე!“

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში