საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:04 - 03 ივლისი 2017 hits 28221

პრემიერ–მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა. ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი,  2005-2013 წლებში „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ რეგიონალური რეალიზაციის მენეჯერი.

2002-2005 წლებში მუშაობდა სატელევიზიო სარეკლამო სტუდია „არტ მედიას“ მენეჯერად; 2000-2002 წლებში მსოფლიო ბანკის პროექტში – საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტად. პროფესიით ჟურნალისტია.

1994-1996 წლებში სწავლობდა ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1994-1999 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამავე მიმართულებით.

ლევან ზაუტაშვილმა გუბერნატორის თანამდებობაზე გოჩა ზეიკიძე შეცვალა, რომელიც 2014 წლის თებერვლიდან ჯერ მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის მოადგილედ, ხოლო 2016 წლის მარტიდან გუბერნატორად მუშაობდა.

ზეიკიძე თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ზეიკიძე გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა „რეგინფოს“ ინფორმაციით, ეს საკადრო ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ერეკლე ტრიპოლსკისთან დაპირისპირებას უკავშირდება.

საქმე ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიზო ჩოხელის საქმიანობას. დუშეთის გამგებელი აუდიტის სამსახურმაც არაერთხელ ამხილა დარღვევებში, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

დაზუსტებული ინფორმაციით, დარღვევებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, გოჩა ზეიკიძემ წერილით პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა და გამგებლის გათავისუფლება მოითხოვა, რამაც ერეკლე ტრიპოლსკის გაღიზიანება გამოიწვია. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ტრიპოლსკი ლობირებს.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში