საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ქართულმა ოცნებამ“ ზემო და ქვემო სვანეთში ერთის გარდა ყველა ოლქი მოიგო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:03 - 03 ოქტომბერი 2021 hits 40511

სახელისუფლებო პარტიამ ზემო და ქვემო სვანეთში ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგო ჩოლურის თემის გარდა. ჩოლურში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად მეორე ტური უნდა გაიმართოს. მეორე ტურის ალბათობაა მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში გასამარჯვებლად სავალდებულო 40 % იანი ბარიერი მხოლოდ 0.18 %-ით გადალახა, რაც ერთი ამომრჩევლის ხმაც კი არაა.

ზემო სვანეთი

მესტიაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მაიზერ ჯაფარიძემ, რომელიც საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა ხმების 50.94 % დააგროვა (595 ხმა). „ევროპული საქართველოდან“ დავით ჯაფარიძემ 18.66 % მიიღო (218 ხმა); „მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებლიდან“ მალხაზ ფალიანმა 10.96 % (128 ხმა); პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ გიორგი გვარლიანმა 8.9 % (104 ხმა); „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ნაკანმა 6.85 % (80 ხმა); პატრიოტთა ალიანსიდან ერეკლე საღლიანმა 3.68 % (43 ხმა).

კალა-უშგულის მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს აგრაი, დავბერი, ვიჩნაში, ხე, ხალდე, მურყმელი, ჩვაბიანი, ჟაბიანი და ჩაჟაში, საკრებულოს წევრობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა - ანზორ რატიანმა 100 % მიიღო (175 ხმა);

იფარისა და წვირმის თემების სოფლებში „ქართული ოცნებიდან“ გოჩა გიგლემიანმა 78.96 % მიიღო (274 ხმა); „ლელოდან“ გიორგი ხვისტანმა 19.02 % (66 ხმა); პარტიიდან „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ზვიად კვიციანმა 2.02 % (7 ხმა).

მულახის თემში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა გუჯეჯიანმა 63.01 % (230 ხმა) დააგროვა, გახარიას პარტიიდან ზურაბ დევდარიანმა 36.99 % (135 ხმა);

ლენჯერის თემში გახარიას პარტიის და „ლელოს“ კანდიდატებმა ჯამურად 59.82 % დააგროვეს - „ლელოდან“ სანდრო მერლანმა 27.4 % მიიღო (120 ხმა), პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა ვიკა ფილფანმა 32.42 % (142 ხმა); „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შოთა გულედანმა ხმების 40.18 % დააგროვა (176 ხმა). 0.18 % ერთი ამომრჩევლის ხმაც კი არაა. სხვა კანდიდატს ერთი ხმა რომ დაემატოს, ლენჯერში მაჟორიტარის ასარჩევად მეორე ტური გახდება საჭირო, რადგან 40 %-იან სავალდებულო ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს. ლენჯერის მაჟორიტარული ოლქი ლემსიას N20 და სოლის N21 საარჩევნო უბნებისგან შედგება. საყურადღებოა, რომ ლემსიას უბანზე 10 ბიულეტენია ბათილად მიჩნეული, სოლის უბანზე 4 ბიულეტენი. მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მურთაზ ჩამგელიანმა „მთის ამბებს“ უთხრა, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიაში ლენჯერის უბნების შედეგებთან დაკავშირებით რაიმე საჩივარი რეგისტრირებული არ არის.

ლატალის თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი გირგვლიანმა 66.42 % (265 ხმა) მიიღო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან წერედიანმა 33.58 % (134 ხმა);

ბეჩოს თემში „ქართული ოცნებიდან“ ბაქარ კვიციანმა 49.31 % (214 ხმა) დააგროვა, „ლელოდან“ ლევან გაბულდანმა 19.82 % (86 ხმა), გახარიას პარტიიდან მირანდა აფრასიძემ 15.67 % (68 ხმა), პარტიიდან „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ნუკრი კვიციანმა 15.21 % (66 ხმა).

ეცერისა და ცხუმარის თემების სოფლებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლაშა პაკელიანმა 51.94 % (228 ხმა) მიიღო, გახარიას პარტიიდან რამაზ გერლიანმა 37.36 % (164 ხმა), ანა დოლიძის პარტიიდან სოსო არღვლიანმა 10.71 % (47 ხმა).

ნაკრისა და ფარის სოფლებში „ქართული ოცნებიდან“ როდამ გვარმიანმა 72.76 % დააგროვა (195 ხმა); „ლელოდან“ ლევან ქალდანმა 14.93 % (40 ხმა); ანა დოლიძის პარტიიდან ლევან ნარსავიძემ 12.31 % (33 ხმა).

ლახამულას, ხაიშის და იდლიანის სოფლებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვალოდია ჭკადუამ 68.64 % მიიღო (569 ხმა), დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჯემალ ჭკადუამ 16.89 % (140 ხმა), „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ ჭკადუამ 7.6 % (63 ხმა), გახარიას პარტიიდან ნანა მუშკუდიანმა 6.88 % (57 ხმა).

ჭუბერის თემში „ქართული ოცნებიდან“ მერაბ პაკელიანმა 69.14 % მიიღო (298 ხმა), ანა დოლიძის პარტიიდან ბიძინა ჩხეტიანმა 20.19 % (87 ხმა), გახარიას პარტიიდან ლერი ნარსავიძემ 10.67 % (46 ხმა).

მესტიის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო მერის არჩევნებიც. კაპიტონ ჟორჟოლიანს 64.16 % აქვს (3470 ხმა). „ლელოდან“ გეგი გულედანმა 9.58 % დააგროვა (518 ხმა); დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი რატიანმა 11.43 % (618 ხმა); გახარიას პარტიიდან მალხაზ უდესიანმა 8.38 % (453 ხმა); პარტიიდან „ანა დოლიძე ხალხისთვის“ კანდიდატმა ბექა დადეშქელიანმა 6.45 % (349 ხმა).

ზემო სვანეთში ადგილობრივ პროპორციულ არჩევნებში „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა“ 1.25 % მიიღო (68 ხმა); ევროპულმა საქართველომ - 3.34 % (182 ხმა); „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11.87 % (646 ხმა); ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა 1.67 % (91 ხმა); პატრიოტთა ალიანსმა 1.36 % (74 ხმა); „ლელომ“ 6.12 % (333 ხმა); ლეიბორისტულმა პარტიამ 0.99 % (54 ხმა); გახარიას პარტიამ 7.35 % (400 ხმა); „გირჩმა“ 1.08 % (59 ხმა); „თავისუფალმა საქართველომ“ 0.15 % (8 ხმა); „ქართულმა ოცნებამ“ 61.54 % (3349 ხმა); „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ 0.44 % (24 ხმა); ანა დოლიძე ხალხისთვის 2.83 % (154 ხმა).

2021 წლის მოწვევის საკრებულო მესტიაში 33 წევრით უნდა დაკომპლექტდეს. აქედან 11 მაჟორიტარული წესით, 22 პროპორციული სიით.

 

ქვემო სვანეთი

რაც შეეხება ქვემო სვანეთს, დაბა ლენტეხში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ქურასბედიანმა 82.49 % მიიღო (730 ხმა); „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზვიად ლიპარტელიანმა 11.19 % (99 ხმა); ევროპული საქართველოდან ზურაბ ლიპარტელიანმა 6.33 % (56 ხმა);

ხელედის თემში „ქართული ოცნებიდან“ მურად ჩანქსელიანმა 64.78 % (298 ხმა) მიიღო, „ლელოდან“ გამზა ლიპარტელიანმა 35.22 % (162 ხმა);

ხოფურის თემში „ქართული ოცნებიდან“ კახა ლიპარტელიანმა 51.98 % მიიღო (118 ხმა), „ლელოდან“ ედიშერ მეშველიანმა 41.95 % (95 ხმა), გახარიას პარტიიდან მარიამ ღვაჩლიანმა 6.17 % (14 ხმა).

რცხმელურში „ქართული ოცნებიდან“ დალი ტვილდიანმა 55.79 % (183 ხმა) მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა 44.21 % (145 ხმა).

ჩოლურის თემში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან სავალდებულო 40 %-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

პირველ ტურში „ქართული ოცნებიდან“ ბერდია ზურაბიანმა 35.89 % (131 ხმა) მიიღო, „თავისუფალი საქართველოდან - ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა“ გიორგი შავრეშიანმა 29.86 % (109 ხმა), „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან მუკბანიანმა 17.26 % (63 ხმა), გახარიას პარტიიდან ალექსი ლიპარტელიანმა 16.99 % (62 ხმა).

ჟახუნდერის თემში „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ონიანმა 41.53 % (196 ხმა) მიიღო. ამ მაჟორიტარულ ოლქში კენჭი იყარა ორმა დამოუკიდებელმა კანდიდატმაც - მარიეტა ნემსაძემ 35.59 % (168 ხმა) დააგროვა, ტარიელ ონიანმა 21.4 % (101 ხმა). „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დათო ლიპარტელიანმა 1.48 % მიიღო (196 ხმა).

ჩიხარეში-ცანას თემში „ქართული ოცნებიდან“ სოსო ავალიანმა 65.19 % (264 ხმა) მიიღო, „ლელოდან“ კობა გველებიანმა 19.01 % (77 ხმა), „ნაციონალური მოძრაობიდან“ შუქურა ჯანხოთელმა 15.8 % (64 ხმა).

ლენტეხში მერის არჩევნები პირველი ტურში მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გია ონიანმა 78.93 %-ით (2491 ხმა). გახარიას პარტიიდან ჯამლათ გვიდიანმა 21.07 % მიიღო (665 ხმა).

ქვემო სვანეთში ადგილობრივ პროპორციულ არჩევნებში „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა“ 3 % მიიღო (96 ხმა); ევროპულმა საქართველომ - 4.03 % (129 ხმა); „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10.25 % (328 ხმა); ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა 3.41 % (109 ხმა); პატრიოტთა ალიანსმა 1.75 % (56 ხმა); „ლელომ“ 7.03 % (225 ხმა); ლეიბორისტულმა პარტიამ 1.25 % (40 ხმა); გახარიას პარტიამ 6.84 % (219 ხმა); „გირჩმა“ 2.94 % (94 ხმა); „თავისუფალმა საქართველომ“ 0.75 % (24 ხმა); „ქართულმა ოცნებამ“ 49.63 % (1588 ხმა); სახალხო პარტიამ 9.13 % (292 ხმა);

ლენტეხის საკრებულო 21 წევრით უნდა დაკომპლექტდეს. აქედან 7 მაჟორიტარული წესით, 14 პროპორციული სიით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში