საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყაზბეგში ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთშია ჩამოვარდნილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:31 - 06 ივნისი 2019 hits 7342

ვერტმფრენი, რომელმაც დღეს ყაზბეგში კატასტროფა განიცადა, ანგარიდან აფრენიდან რამდენიმე წუთშია ჩამოვარდნილი. ვერტმფრენი „სასტუმრო რუმს ჰოტელ ყაზბეგში“ მიფრინავდა ტურისტების ასაყვანად. შვეულმფრენში მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, BELL-505 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, ავიაკომპანია „ავიატორი +“-ის ექსპლუატაციაში იყო. ამერიკულ-კანადური წარმოების მსუბუქი ხუთადგილიანი (ერთი პილოტი, ოთხი მგზავრი) ვერტმფრენი 2018 წელს არის გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს არის დარეგისტრირებული.

ავიაკომპანია ფლობს საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური შემოწმება. საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა დასაზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო, - ნათქვამია განცხადებაში.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი.

ვერტმფრენს აჭარა ჯგუფი ფლობდა. კომპანიის დირექტორის ვალერი ჩეხერიას თქმით, ვერტმფრენი ყაზბეგიდან აფრინდა და მალევე ჩამოვარდა. მისივე ცნობით, ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო. შემოწმება 2019 წლის 22 მაისს გაიარა. 

წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. 

დღეს, დილით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი ელექტროენერგიის ხაზებს წამოედო და ამიტომ ჩამოვარდა, რასაც „ენერგო-პრო ჯორჯია“ უარყოფს: „გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში