საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ონში ერთ კვირაში 2 მიწისძვრა მოხდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:23 - 07 აპრილი 2019 hits 6714

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ქალაქ ონში. მიწისქვეშა ბიძგები 7 აპრილს, 21:37 საათზე დაფიქსირდა.

საქართველოში ეს დღეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 12:27 საათზე, 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ნგრევა არცერთ მიწისძვრას არ მოჰყოლია.

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედთან ახლოს 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 2 აპრილსაც მოხდა.

რაჭა მაღალი სეისმურობით გამოირჩევა. 1991 წლის 29 აპრილს, 09:12 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრში კი ინტენსივობა 9 ბალს აღწევდა. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში