საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პასტორალი ორისთვის - დოკუმენტური ფილმი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:51 - 30 დეკემბერი 2018 hits 10877

„მთის ამბების“ დოკუმენტური ფილმის გმირები 11 წლის გაგა და 13 წლის გია ლიქოკელები არიან. ლიქოკელების ხუთშვილიანი ოჯახი ჭალაისოფელში მარტო ცხოვრობს.

ბარისახოს სკოლა, რომელიც პირაქეთა ხევსურეთის 30-ზე მეტ სოფელში ერთადერთია, ჭალაისოფლიდან 9 კილომეტრშია. ლიქოკის ხეობიდან სკოლაში ახლა გაგა, გია და მათი დები, ელა და თათია დადიან. უფროსმა ძმამ, გიგლამ სკოლა წელს დაამთავრა. სოფლიდან სკოლაში კვირა საღამოს მიდიან და პარასკევამდე პანსიონში რჩებიან. პარასკევს გაკვეთილების შემდეგ, როცა დიდი თოვლია, ისევ ფეხით მიუყვებიან სოფლის გზას.

გაგასთვის და გიასთვის შაბათ-კვირა ყველაზე მძიმე დღეებია. დილიდან საღამომდე შრომობენ - მთაში საქონელს მწყემსავენ, თიბავენ, თივას აგროვებენ, ბოსელს ასუფთავებენ, ფუტკარს უვლიან. ფუტკრის 2 ოჯახი ჰყავთ, ხიდან ჩამოიყვანეს და მოაშინაურეს.

მძიმეაო მთაში ცხოვრება, მაგრამ სხვაგან წასვლას მაინც არ აპირებენ.

ფილმის ავტორები: გიორგი ბოლქვაძე, გელა მთივლიშვილი

კონსულტანტები: ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში