საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დაბა სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:17 - 28 სექტემბერი 2017 hits 8339

მერიკული სამოგზაურო პორტალი Thrillist მკითხველს გასაოცარი სილამაზის იმ ქალაქებისა და სოფლების ჩამონათვალს აცნობს, სადაც, რიგ შემთხვევაში, მხოლოდ მანქანით, ნავით, ბორნით, ან ფეხით თუ მიაღწევენ.

„მსოფლიო რუკაზე ეს საოცარი ქალაქები და სოფლები პატარა წერტილებით არის აღნიშნული (თუკი საერთოდ დატანილია მასზე). საოცარი სილამაზის მიუხედავად, ისინი რჩებიან ისეთივე პატარებად, როგორებიც არიან.“

ტაილანდის, ჩეხეთის, მაროკოს, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, მექსიკისა და არაერთი სხვა ქვეყნის საუცხოო ქალაქებს შორის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა - სტეფანწმინდაც მოხვდა.

„არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე ქმნის ამ იშვიათ მიმზიდველობას. დაბის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს გორა, რომელზეც XIV საუკუნის გერგეტის სამების ეკლესია და სამრეკვლო მდებარეობს, მათ უკან კი თოვლით დაფარული მყინვარწვერი მოჩანს.

ბუნებრივ სილამაზესთან ერთად, სტეფანწმინდა იდეალური ადგილია დასაბანაკებლად და ყაზბეგის ეროვნული პარკის ცხელი წყაროების, ჩანჩქერების, მჟავე თუ გაზიანი წყლებისა და ტბების აღმოსაჩენად.

აქედან რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე სულ რამდენიმე კილომეტრია, თუმცა ეს არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო საუბრის თემა ახლახანს გათავისუფლებული, ამ საოცრად მეგობრული, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. უმჯობესია განიხილოთ, თეთრი ღვინო ჯობს თუ წითელი - ღვინოზე გადარეულ ამ ქვეყანაში ვაზის 500-ზე მეტი ჯიში აქვთ, მოსახლეობა კი სულ რაღაც 3.5 მილიონია.“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში