საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

აჭარაში 16-ზე მეტმა მაღალმთიანმა სოფელმა ელექტროენერგია პირველად მიიღო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:53 - 05 აგვისტო 2017 hits 9288

ხულოს მუნიციპალიტეტში, თეთრობის, მაჭარელათის და სხვა სამთო იალაღებზე 16-ზე მეტმა მაღალმთიანმა სოფელმა, მათ შორის ნათელათმა, კუნჭულეთმა, გვალმინდორმა, ჩიბუხნარმა, ქვაბიჯვარმა ელექტროენერგია პირველად მიიღო.

აღნიშნულ იალაღებზე ზაფხულობით სოფლების აგარის, საციხურის, პანტნარის, გელაურის და ნამონასტრევის მოსახლეობა ცხოვრობს. სამუშაოებზე 541 ათასი ლარი დაიხარჯა.

დაწყებულია მუშაობა კურორტ ბეშუმის და მიმდებარე იალაღების (13 სოფლის) ელექტროფიკაციის მიმართულებით, რისთვისაც 248 900 ლარია გამოყოფილი.

„ჯერ არ ყოფილა. ამ საწყალ მთას არაფერი ღირსებია და დღეს გვეღირსა, შუქი მოვიდა. ზეიმი გვაქვს“, - აღნიშნა ხულოს მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებმა დარიკო ბოლქვაძემ. ადგილობრივების თქმით, სამთო იალაღების ელექტროფიკაცია უპრეცედენტო პროექტია.

„ეს გვაძლევს საშუალებას, რომ აჭარის მაღალმთიანი სოფლები განვითარდეს, საწარმოები შეიქმნას, მეტი ტურისტი ამოვიდეს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში