საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთში დართლო – ჩიღოს გზის მშენებლობა დაიწყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:08 - 15 ივლისი 2017 hits 9539

თუშეთში, დართლოდან სოფელ ჩიღოსთან დამაკავშირებელი დაახლოებით 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. აქამდე ჩიღოში მისვლა მხოლოდ საცალფეხო ან საცხენოსნო ბილიკებით შეიძლებოდა. სოფელს არსებობის მანძილზე სამანქანო გზა არასდროს ჰქონია.

როგორც „მთის ამბებს“ თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, მდინარე ალაზანზე გადებული საცალფეხო ხიდი, რომელსაც ადგილობრივები ჩიღოში მისასვლელად იყენებდნენ, წელს ადიდებულმა წყალმა წაიღო და ახლა სოფელში მოხვედრა მხოლოდ მთების გავლით, დართლოდან არის შესაძლებელი.

გზის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობა ატარებს. გზის მშენებლობა 2017 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. გზის გაჭრაზე 695 000 ლარია გამოყოფილი.

XX საუკუნის 20-იან წლებში ჩიღოში 32 კომლი, 147 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 2 ადამიანიღა ცხოვრობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში