საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დარიალის ხეობაში 2 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:38 - 18 მაისი 2017 hits 6372

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას, დაახლოებით 2 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის დაწყებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს.

გვირაბის მშენებლობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 132 - კმ 135 მონაკვეთზე იგეგმება. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის  ღირებულება  47 179 224 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების ვადად განსაზღვრულია 12 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან.

„ამ დროისათვის გვირაბის საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „ფერი“. კომპანიამ დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში პროექტის რამოდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, რომელსაც კომპანიის სპეციალისტებთან და გეოლოგებთან ერთად ადგილზე გავეცანით“, – აცხადებს გიორგი სეთურიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ბოლო წლების განმავლობაში დარიალის ხეობაში სტიქია რამდენჯერმე მოხდა. გზებიდ დეპარტამენტის განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას, ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ  მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

„დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა“, – აცხადებს სეთურიძე.

შეგახსენებთ, 2014 წლის 17 მაისს, დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის ღვარცოფის გავლას. სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

იმავე წლის 20 აგვისტოს, საღამოს 22 საათზე, დევდორაკის ხეობაში ღვარცოფულმა ნაკადმა კიდევ გაიარა ისევ იმ ადგილზე, სადაც 17 მაისს კლდოვან–ყინულოვანი მასა მოწყდა. ღვარცოფის შედეგად, 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც საქართველო – რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა ლარსის ჰესი, დაიტბორა ლარსის საბაჟო– გამშვები პუნტი და „დარიალი ჰესის“ გვირაბი. „ლარსი ჰესზე“ დასაქმებული 2 მუშა გვირაბში დარჩა. ისინი გარდაცვლილები იპოვეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში